ფოტოკონკურსის “ილო” გამარჯვებულების
ვინაობა ცნობილია. წელს კონკურსს 30-მდე მონაწილე ჰყავდა. გამოვლინდა 4 გამარჯვებული.
გრან-პრის მფლობელი ირაკლი ბიგვავა გახდა,
პირველი ადგილი გიორგი კაკიაშვილმა აიღო,
მეორეზე ირაკლი შარაშიძე გავიდა,
მესამე ადგილი კი პაატა ნემწისწვერიძემ დაიკავა.
“საინტერესო ნამუშევრები შემოვიდა. უფრო და უფრო ვითარდება ფოტოხელოვნება როგორც ჩანს ჩვენს ქალაქში, რაც არის ამ კონკურსის მიზანი. მომავალ წელს კონკურსს საიუბილეო თარიღი აქვს. 10 წელი უსრულდება. სიახლეების დანერგვას ვცდილობთ და წელს გვიხარია, რომ თბილისის ფოტოფესტივალის დირექტორი, ჩვენი ჟიურის თავმჯდომარე ქალბატონი ნესტან ნიჟარაძე იყო, რომელმაც წაიკითხა ლექცია საქართველოში ფოტოგრაფიის განვითარების შესახებ”, – განაცხადა ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა თამთა თურმანიძემ.
ფოტოკონკურსი “ილო” 2007 წლიდან ყოველწლიურად იმართება ქუთაისში. მას ორგანიზებას ქალაქის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური უწევს. ფოტოკონკურსი ქუთაისელი კოლორიტის ილო ხახიაშვილის სახელს ატარებს, რომლის ფოტო ატელიეც ათწლეულების განმავლობაში ქალაქის ცხოვრების ერთგვარი მემატიანე იყო.