1 დეკემბერს, 13:00 საათმზე ფოტოკონკურს „ილო 2016“ დასკვნით გამოფენაზე
საჯარო ლექციას თბილისის ფოტოფესტივალის დამაარსებელი წაიკითხავს ხოლო 13:45 საათზე, თიბისი გალერეაში გაიმართება ფოტოკონკურს “ილოს” დასკვნითი გამოფენა, რომელზეც კონკურსის მონაწილეებისთვის და ზოგადად ფოტოგრაფიით დაინტერესებული პირებისთვის ლექციას “ფოტოგრაფია საქართველოში – თანამედროვეობის მედიუმი” წაიკითხავს ფოტოკონკურსის ჟიურის თავმჯდომარე, თბილისის ფოტოფესტივალის ხელმძღვანელი ნესტან ნიჟარაძე, რის შემდეგაც გაიმართება ფოტოკონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია. ფოტოკონკურსი „ილო“ 2007 წლიდან ყოველწლიურად იმართება ქუთაისში. მას ორგანიზებას ქალაქის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური უწევს. ფოტოკონკურსი ქუთაისელი კოლორიტის – ილო ხახიაშვილის სახელს ატარებს, რომლის ფოტოატელიეც ათწლეულების განმავლობაში ქალაქის ცხოვრების ერთგვარი მემატიანე იყო. შარშან ფოტოკონკურსი ჩატარდა სახელწოდებით „კადრი-ქუთაისი“, მაგრამ ჩვენი თანაქალაქელების მრავალრიცხოვანი თხოვნის გათვალისწინებით და განსაკუთრებით ილო ხახიაშვილის დის, ქალბატონი რიმას წერილობითი მომართვის საფუძველზე ფოტოკონკურსს დაუბრუნდა სახელი „ილო“. ფოტოკონკურს “ილოს” მიზანია გამოავლინოს ნიჭიერი ფოტოგრაფები და სტიმული მისცეს ქუთაისში ფოტოხელოვნების განვითარებას. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც პროფესიონალ, ისე მოყვარულ ფოტოგრაფებს. კონკურსში გამარჯვებულთათვის გაიცემა 4 პრემია: გრან-პრი, I, II და III პრემიები. გამარჯვებულებისთვის დაწესებულია ფულადი ჯილდოები და სამახსოვრო ქანდაკებები. ტრადიციად იქცა კონკურსში შემოსული ნამუშევრებით მომავალი წლის კალენდრის გამოცემა.