2 დეკემბერს, 18:30 საათზე ლ.მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში
პირველად ქუთაისელი მაყურებლის წინაშე ზვიად ბოლქვაძე წარსდგება სოლო-კონცერტით მეგობრებთან ერთად. მონაწილეობენ: გიორგი ცაგარელი (ალტი), შაკო ღელეყვა (ბას-გიტარა, ამირან დიასამიძე (კლავიში, აკორდეონი), ლევან აბშილავა (დასარტყამი ინსტრუმენტი). კონცერტი საქველმოქმედოა. გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება ბერი ანდრიას ფონდში, სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა სახლის მშენებლობისთვის. ბილეთები იყიდება თეატრის სალაროში. ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.