ქუთაისში ახალგაზრდული ფესტივალი
,,გიორგობა იმერეთში” გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობა რეგიონებიდან ჩამოსულმა და ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა მიიღეს. “შარშან ჩაცავატარეთ 31 ოქტომბერს ღია ცის ქვეშ მესხიშვილის თეატრის წინ. ულამაზესი ღონისძება იყო. ახლა ვატარეთ დღეს. სრულიად საქართველოს ვულოცავ წმინდა გიორგის დღესასწაულს და ერთი რამ რაზედაც მინდა გავამახვილო ყურადღება. რაც ფოლკლორისტებისთვის მტკივნეული საკითხია. ეს არის კონცერტის ჩატარება თეატრებში. მნახველთა რაოდენობა არის ძალიან დიდი, თეტრებში მაყურებელს არ ჰყოფნის ადგილები. ეს ქაოსს და წყენას იწვევს. ყველას უნდა თავისი შვილი ნახოს სცენაზე, რისი საშუალებაც არ აქვს ქუთაისს”, – აღნიშნა ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის დამფიძნებელმა ნარგიზა კიბაბიძემ. “ჩვენი იმერეთის ფესტივალებში მონაწილეობა დღევანდელი დღით არ განისაზღვრება. 4 წელია ჩვენ მონაწილეობას ვღებულობთ იმერეთის ფესტივალებში. ეს არაჩვეულებრივად ორგანიზებული ფესტივალია, არაჩვეულებრივი შემოქმედებითი ჯგუფებით. ძალიან ენუზიაზმი ვცდილობდით შევხვედროდით დღევანდელ გიორგობას”, – აღნიშანა ამბროლაურის სამუსიკო სკოლის დირექტორმა ლალი დვალმა.