8 ნოემბერს
13:00 საათზე მერიის თეთრ დარბაზში გაიმართება ფოტოალბომის “ქუთაისი: გუშინ, დღეს, ხვალ” პრეზენტაცია, რომელიც გამოიცა ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის მიერ.
ფოტოალბომი შეიცავს ინფორმაციას ქუთაისის ისტორიის, კულტურის, ისტორიული ძეგლების, მუზეუმების,ნ თეატრების, სამზარეულო კულტურის, ქალაქის ტურისტული პოტენციალისა თუ სამომავლო განვითარების პერსპექტივების შესახებ.
ფოტოალბომში შესული ფოტოების უმეტესობა ქუთაისელ ფოტოგრაფ დავით მირზაშვილს ეკუთვნის.
წიგნი ორენოვანია – ქართული და ინგლისური და ის შესანიშნავი საჩუქარი იქნება ქალაქის სტუმრებისათვის.
მსგავსი შინაარსის ინფორმაციული წიგნი ქუთაისის შესახებ კომუნისტური პერიოდის შემდეგ, დაახლოებით 30 წელია არ გამოცემულა.