ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში,
მწერლისა და პოეტის, ცირა ყურაშვილის ნოველების კრებულის „ჟამსა თამაშობისასა“ პრეზენტაცია გაიმართა. როგორც მწერალმა აღნიშნა, მასში შესულია ბოლო დროინდელი ნოველები. კრებულის რედაქტორია ნინო სადღობელაშვილი. წიგნი გამომცემლობა „ინტელექტმა“ დაბეჭდა.
როგორც პრეზენტაცაიზე მწერალმა ზვიად კვარაცხელიამ აღნიშნა; „ ცირა ყურაშვილი არის თანამედროვე ქართული მწერლობის თვალსაჩინო წარმომადგენელი, რომლის ნაწარმოებებიც სათანადო ადგილს იკავებს ქართულ პროზაში“. გამომცემლობა “ინტელექტმა” ცირა ყურაშვილის არაერთი წიგნი გამოსცა.
სულ მალე, ცირა ყურაშვილი მკითხველს კიდევ ერთ ახალ წიგნს შესათავაზებს სახელწოდებით “ვინ გაიტანს თეფშებს”. ასევე, ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის ხელშეწყობით, ინგლისურად ითარგმნება მოთხრობა „უკან არ მიიხედო“, რომელიც ზვიად კვარაცხელიას თქმთ მალე წარსდგენა ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე.