ქუთაისში ხელნაწერთა ეროვნული ცენრტის

ორიგინალი ხელნაწერების გამოფენა გაიმართა. გამოფენას ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკამ უმასპინძლა. ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის ანტონ ლორთქიფანიძის სახელობის სამკითხველო დარბაზში სამეცნიერო სესია – ,,ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციები” გაიმართა. დღესვე განხორციელდა შემეცნებითი პრაქტიკული აქტივობა ,,წიგნის მოვლის კულტურა”, ქუთაისის პირველი საჯარო სკოლაში.

“ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რომ რეგიონებში  გაიტანოს ის მასალა, როლმელიც დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში და ეს მოეწყოს საგანმანათლებლო, შემეცნებითი პროგრამების ფარგლებში. ასეთი ვიზიტით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ჩამოვიდა ქუთაისში. ჩამოტანილი საარქვო მასალები, რომნლებიც დაკავშირებული ქუთასთან, ასევე არის სხვა საინტერესო მასალები”, – განცხადა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სწავლულმა მდივანმა შალვა გლოველმა.
მისივე თქმით, ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა დაასრულა 2 წლიანი პროექტი, რომლის მიზანიც საქართველოს რეგიონებში დაცული ქართული ხელნაწერების მოძიება. “აქ შედგიოდა ხელნაწერები, რომლებიც ცნობილი იყო,  რომ იყო დაცული და სევე შევიდა ინფორმაცია  იმ ხელნაწერების შესახებ, რომელზეც იფორმაცია არ გვქონდა. მინდა აღვნიშნო, რომ ქუთაისი ერთ- ერთ მოწინავე ადგილზეა, იმიტომ რომ  აქ რამდენიმე ასეული უნიკალური ხელნაწერია დაცული”, – განაცხადა შალვა გლოველმა. 

ქუთაისში  გამოფენები  ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით მოეწყო. ექსპონატების დათვალიერება დაინტერესებულ პირებს მხოლოდ დღეს შეეძლოთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *