რეზო ჭეიშვილის ავტობიოგრაფიული
რომანის “მუისიკა ქარში” მიხედვით, დოკუმენტურ ფილმს ,,მუსიკა ქარში” იღებენ. პროექტის იდეის ავტორი და კოორდინატორი რიტა წაქაძეა, რეჟისორი ცისკარა ფაჩულია.
“იდეა გაჩნდა ჯერ კიდევ ბატონი რეზოს სიცოცხლეში. რეჟისორია ცისკარა ფაჩულია. ხუთშაბათს მივემგზავრებით ქვიშხეშთი გადასაღებად,ქუთაისში გადაიღეს და კიდევ არის სამუშაო. დიდი ტკივილი მიმყვება ბატონი რეზო რომ ვერ გვიმასპინძლებს, მაგრამ ვიცი, მანიც ჩვენთან იქნება “. – განაცხადა რადიო “ძველ ქალაქთან” საუბარში რიტა წაქაძემ.
გადაღებები უკვე დაწყებულია. ფილმის გარკვეული ნაწილი ქუთაისშია გადაღებული.