ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განხადებით, დღეისათვის ყველა პარამეტრი, რითაც პანდემია იზომება, მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, ამიტომ არის მოლოდინი რომ ჯანმო პანდემიას მალე დასრულებულად გამოაცხადებს.
,,ჰოსპიტალიზაცია მინიმუმამდე გვაქვს დაყვანილი, ასევე, ინფიცირების გამოვლენის მაჩვენებელი არის საკმაოდ შემცირებული და ვფიქრობ, რომ ამ ტენდენციით დასასრული შორს არ უნდა იყოს,’’-აცხადებს ზურაბ აზარაშვილი.
რაც შეეხება შიდა სივრცეში პირბადის გამოყენებას, მინისტრის განცხადებით, ჯერჯერობით ამ შეზღუდვის მოხსნა არ იგეგმება. როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, საკითხთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო სხვა ქვეყნების ტენდენციას აკვირდება.
11 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 107 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 281, ხოლო გარდაიცვალა 6 ადამიანი.