ქუთაისში იმუნიზაციის საკითხთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე კორონავირუსის გავლენებზე და ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. დარგის სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ მართალია, კოვიდ 19-ის შემთხვევები შემცირდა, მაგრამ ვაქცინაცია აუცილებელია, რათა პანდემია დასრულდეს. მათი თქმით, ვირუსი არ გაქრება, მაგრამ სხვა რეჟიმში გადავა. შეხვედრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით მოეწყო.
,,ყველაზე დიდი ნაკლი, რაც მსოფლიო ჯანდაბას ჰქონდა და რასაც ყველა აღიარებს, იყო ის , რომ არ იყო მზად ამ ყველაფრისთვის. პანდემია ჯერ არ დასრულებულა, მზად უნდა ვიყოთ რომ შეიძლება სექტემბერში ისევ შემობრუნდეს, შესაძლოა, მუტაცია განიცადოს. მზადყოფნა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. პანდემიამ მსოფლიოზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. ვაჭრობა 5%-ით შემცირდა, უმუშევრობა 34 მილიონით გაიზარდა. ვირუსმა გავლენა მოახდინა ადამიანების მენტალურ ჯანმრთელიბაზეც, მოიმატა არასრულწლოვანთა ქორწინებამაც, რადგან ძირითადად სახლში ისხდნენ. სამაგიეროდ, როგორც ყველაფერს, პანდემიასაც ჰქონდა თავისი დადებითი მხარეები. განვითარდა ციფრული ტექნოლოგიები. ახლა ვირუსი შესაძლოა გადავიდეს სხვა ფაზაში, სრულად არ გაქრება”-ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.
შეხვედრას იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის და თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
,,ექიმების და დარგის სპეციალისტების დაუღალავი შრომით პანდემიის შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა. თუ რამდენიმე თვის წინ კვირაში 3-4 ათასი ინფიცირებული გვყავდა, ახლა ორნიშნა რიცხვებზე ჩამოვედით. იმერეთში გვქონდა ტრაგიკული შემთხვევებიც როცა კორონა ვირუსით ორსულები დაიღუპნენ. კვლევებმა აჩვენა რომ გარდაცვლი ადამიანების უმრავლესობა აუცრელი იყო, ამიტომაც ვაქცინაციის პროცესის გაგრძელება აუცილებელია. ჟურნალისტებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლიათ,”-ამბობს ქუთაისის ვიცე მერი ირაკლი ქარქაშაძე.