საქართველოში კორონა ვირუსით ინფიცირების 466 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 635 975-ს შეადგენს.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 466 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 272 შემთხვევა, აჭარა – 20, იმერეთი – 66, ქვემო ქართლი – 17, შიდა ქართლი – 14, გურია – 24, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 30, კახეთი – 12, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 30 551 საიდანაც, 1 461 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 659, აჭარაში – 102, იმერეთში – 283.

ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 393 პირი, მათ შორის, თბილისში – 184, აჭარაში – 54, იმერეთში – 72. 29 090 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *