Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 23 664 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი.

გამოჯანმრთელდა 8 326 ადამიანი. 

დღეს იმერეთში 3413 შემთხვევა გამოვლინდა. 

იმერეთში ვირუსით ინფიცირებული  – 1 167 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია – 350, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება  23 პაციენტი.

2 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.05%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 24.27% ხოლო 7 დღის მანძილზე – 27.36%.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 102 პირი ემსხვერპლა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *