დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას ,,ბუსტერ” დოზის გაკეთებისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, ,,ბუსტერიზებულებში” კორონა ვირუსი ძალიან მსუბუქად მიმდინარეობს და ის ,,ომიკრონის’’ შტამზეც ეფექტურად მოქმედებს.

 

„ბუსტერიზირებულს“ რომც დაემართოს კორონავირუსი, ან განვითარდეს რეინფექცია, იქ ძალიან მსუბუქად მიმდინარეობს. ამიტომ დღეს ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია მასობრივი „ბუსტერიზაციაა“. ერთ-ერთი თვისება „ომიკრონის“ ის გახლავთ, რომ მას სამჯერ მეტი რეინფიცირების მაჩვენებელი აქვს. 1254 შემთხვევაზე დაახლოებით, 17-20% რეინფიცირებაა – ანუ ინფიცირებული იყო „დელტათი“ და დაინფიცირდა „ომიკრონით“. ის გვერდს უვლის „დელტას“ და ხდება ინფიცირება, თუმცა, „ომიკრონით“ ინფიცირება შედარებით მსუბუქია. მაგრამ არ უნდა გავთამამდეთ და არ უნდა ვთქვათ, რომ „ომიკრონს“, როგორც სურდოს ისე გადავიტან. „ომიკრონიც“ იწვევს გართულებას და დამძიმებას. ამიტომ სჯობს, არ შეგხვდეთ „ომიკრონი“, – აცხადებს ამირან გამყრელიძემ.

 

საქართველოში ჯამში ომიკრონის 1254, ხოლო კორონა ვირუსის 1 006 864 შემთხვევა დადასტურდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *