14 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონა ვირუსის 3 988 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის იმერეთში – 658.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40 964 საიდანაც: 5 999 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, იმერეთში – 1 273.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 479 პირი, მათ შორის, იმერეთში – 440.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 323 პირი, მათგან იმერეთში – 31.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36 926 ადამიანი.
14 დეკემბრის მონაცემებით, გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 826 პირი ემსხვერპლა.