19 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 4278 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 68 ადამიანი.
იმერეთი — 715 შემთხვევა დაფიქსირდა.
დღიურად ჩატარებული ტესტირების რაოდენობა 51 298-ს შეადგენს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 19 ნოემბერს კორონავირუსით 4154 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევათა რაოდენობიდან 6 490 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, იმერეთში 1 365 ადამიანი.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმერეთში 30 პაციენტი იმყოფება.