ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით,
თეორიულადაც არ არსებობს იმის ალბათობა, რომ რომელიმე სიტუაციაში პირის ვაქცინაცია ძალდატანებით მოხდეს. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.
“სავალდებულო არცერთ სამედიცინო ინტერვენციასთან მიმართებაში არ არის ლეგიტიმური ტერმინი და ეთიკურად გამართლებული ტერმინი. ამ შემთხვევაში ერთადერთი გზა, შეიძლება, იყოს რეგულაციების დაწესება ეპიდუსაფრთხოებასთან მიმართებაში, როდესაც პირს აქვს არჩევანის შესაძლებლობა, როდესაც აიცრას ან გაიკეთოს PCR ტესტი და წარმოადგინოს ტესტის პასუხი. ეს არის ის სწორი და ეთიკურად გამართლებული, დაბალანსებული მიდგომა, რაც ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ.
ვალდებულება აქ უფრო ნიშნავს ვალდებულებას სახელმწიფოს მხრიდან, რომ უზრუნველყოს ვაქცინაციის პროცესი, სავალდებულო წესით ყველასთვის უფასოდ იყოს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, საინფორმაციო კამპანია, მოსახლეობის მოცვა, მაგრამ ის, რომ ძალდატანებით მოხდეს რაღაც სიტუაციაში რომელიმე პირის ვაქცინაცია, თეორიულადაც კი არ არსებობს ამის ალბათობა”, — განაცხადა თამარ გაბუნიამ.