დღეს, 18 ოქტომბრის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2479 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი.
ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 2374 პირი.
გუშინ საქართველოში 25 385 ტესტი ჩატარდა.
დაწესდება თუ არა ქვეყანაში დამატებითი რეგულაციები – საკითხზე საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს. მეხუთე ტალღის დაწყება ოფიციალურად გამოცხადებულია.
იმ შემთხვევაში თუ მიმდინარე კვირას ახალი ინფიცირებულების დღიური მაჩვენებელი ისევ 5 ათასამდე იქნება, ეპიდემიოლოგები მძიმე ნოემბერს პროგნოზირებენ.
მათი თქმით, თუ ვაქცინაციის ტემპი ქვეყანაში არ გაიზარდა, მეხუთე ტალღა მძიმე იქნება.