ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლები უარესდება, რისი ერთ-ერთი მიზეზი ვაქცინაციის მაჩვენებლის კლებაა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ბოლო კვირის განმავლობაში ვაქცინაციის საშუალო მაჩვენებელი 8 ათასი იყო, რაც აგვისტოს მაჩვენებელზე სამჯერ ნაკლებია. გამყრელიძე ხაზს უსვამს, რომ ტემპერატურის კლებასთან ერთად, მოსალოდნელია სხვა რესპირატორული ვირუსების ცირკულირება, რაც კოვიდთან ერთად ე.წ. ტვინდემიას (ორი სხვადასხვა ვირუსის ერთდროულ გავრცელებას) გამოიწვევს.

“ახლა ცივი სეზონი მოდის, სხვა რესპირატორული ვირუსები გამოჩნდება. ოქტომბრის ბოლოს გრიპი გვექნება და მოსალოდნელია ტვინდემია გრიპისა და კოვიდის რომელიც ძალიან საყურადღებოა. თუ არ ავიცერით და კრიტიკული მასა არ დაგროვდა იმუნური ფენისა ქვეყანაში (დღეს 50-55%-ის ფარგლებში გვაქვს) თუ ეს არ იქნა 80% გვექნება რთული ნოემბერი”, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *