საქართველოში კორონავირუსით კიდევ 58 ადამიანი გარდაიცვალა,
დადასტურდა 2 455 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი აქვეყნებს.
ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან იმერეთში 342 შემთხვევა გამოვლინდა.
8 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.79%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.48% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.69%.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 8 000-ს გადააჭარბა.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კოვიდით 8 035 ადამიანია გარდაცვლილი.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 24 670 აცრა ჩატარდა.