ბოკერიას კლინიკაში ამბობენ, რომ პაციენტი თბილისში ქუთაისიდან გადმოიყვანეს და მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

“ქუთაისში გააჩინა კლინიკა ბომონდში, შემდეგ ჩვენთან გადმოიყვანეს. გაურთულდა მდგომარეობა და მართვით სუნთქვაზე იყო”, – ამბობენ კლინიკაში.

საქართველოში კორონავირუსით ორსულის გარდაცვალების 13 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ქვეყანაში ორსულების აცრა ფაიზერის ვაქცინითაა შესაძლებელი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, ფაიზერის ვაქცინა უსაფრთხოა ფეხმძიმეებისთვის.

დღეს, 2 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 81 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 212 ახალი შემთხვევა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *