საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 261 ახალი შემთხვევა
დადასტურდა, აქედან იმერეთში 173 გამოვლინდა. დღევანდელ კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მესამე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისსა და აჭარაში დადასტურდა.
იმერეთის საავადმყოფოებში 569 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 193 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 9 პირი. თვითიზოლაციაშია 1 514 მოქალაქე.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 1 410 პირი. გარდაიცვალა 18 პაციენტი.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 395 621-ს.
ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 369 483-მდე.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 636 პირი ემსხვერპლა.