საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 653 ახალი
შემთხვევა დადასტურდა, აქედან იმერეთში 155 გამოვლინდა. დღევანდელ კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მეორე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში დადასტურდა.
იმერეთის საავადმყოფოებში 460 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 161 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 10 პირი. თვითიზოლაციაშია 1 086 მოქალაქე.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 466 პირი. გარდაიცვალა 13 პაციენტი.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 384 387-ს.
ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 362 957-მდე.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 516 პირი ემსხვერპლა.