საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 862 ახალი
შემთხვევა დადასტურდა, აქედან იმერეთში 164 გამოვლინდა. დღევანდელ კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მეორე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში დადასტურდა.
იმერეთის საავადმყოფოებში 417 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 148 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 9 პირი. თვითიზოლაციაშია 1 032 მოქალაქე.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 619 პირი. გარდაიცვალა 11 პაციენტი.
ოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 379 673-ს.
ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 360 558-მდე.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 479 პირი ემსხვერპლა.