საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის
1 108 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან იმერეთში 75 გამოვლინდა. დღევანდელ კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მესამე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისსა და კახეთში დადასტურდა.
იმერეთის საავადმყოფოებში 413 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 156 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 12 პირი. თვითიზოლაციაშია 1 045 მოქალაქე.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 714 პირი. გარდაიცვალა 7 პაციენტი.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 374 836-ს.
ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 357 804-მდე.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 421 პირი ემსხვერპლა.