საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 407 ახალი
შემთხვევა დადასტურდა, აქედან იმერეთში 125 გამოვლინდა. დღევანდელ კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მეორე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში დადასტურდა.
იმერეთის საავადმყოფოებში 380 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 150 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 11 პირი. თვითიზოლაციაშია 904 მოქალაქე.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 591 პირი. გარდაიცვალა 10 პაციენტი.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 371 293-ს.
ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 355 718-მდე.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 383 პირი ემსხვერპლა.