საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის
811 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან იმერეთში 69 გამოვლინდა. დღევანდელ კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მეორე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში დადასტურდა.
იმერეთის საავადმყოფოებში 367 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 133 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 17 პირი. თვითიზოლაციაშია 1 021 მოქალაქე.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 672 პირი. გარდაიცვალა 13 პაციენტი.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 356 179-ს.
ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 341 775-მდე.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 096 პირი ემსხვერპლა.