საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 311 ახალი
შემთხვევა დადასტურდა, აქედან იმერეთში 13 გამოვლინდა. დღევანდელ კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მეხუთე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და ქვემო ქართლში დადასტურდა.
იმერეთის საავადმყოფოებში 398 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 143 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 13 პირი. თვითიზოლაციაშია 1 022 მოქალაქე.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 936 პირი. გარდაიცვალა 12 პაციენტი.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 354 276-ს.
ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 340 328-მდე.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 060 პირი ემსხვერპლა.