საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის
695 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან იმერეთში 55 გამოვლინდა. დღევანდელ კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მესამე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისსა და ქვემო ქართლში დადასტურდა.
იმერეთის საავადმყოფოებში 392 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 142 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 13 პირი. თვითიზოლაციაშია 1 053 მოქალაქე.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 797 პირი. გარდაიცვალა 16 პაციენტი.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 352 649-ს.
ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 337 820-მდე.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 012 პირი ემსხვერპლა.