საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში
– თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში ვაქცინაციის ცენტრები გაიხსნება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
,,მე უკვე მქონდა რეგიონებში შეხვედრები, ვიყავი თითქმის ყველა რეგიონში, ვმუშაობთ, რომ ადგილებზე იყოს მეტი მზაობა. დღეს გვქონდა საკოორდინაციო საბჭოზე განხილვა, თუ რა ბერკეტები უნდა იყოს გამოყენებული, რომ ყველა დაწესებულებამ, ანუ 250-მა ბრიგადამ როგორ იმუშაოს, რა თქმა უნდა, თავისი ჩამნაცვლებელი ბრიგადებით, იმიტომ რომ ადამიანებმა უნდა დაისვენონ. ამ თვის ბოლომდე უნდა ავიდეთ 400 ბრიგადამდე. ქვეყნის 4 დიდ ქალაქში თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში უნდა ჩამოყალიბდეს დიდი ამცრელი სივრცეები. აქტიურად ვმუშაობთ „ექსპო ჯორჯიასთან“ მათი პავილიონების გამოყენებასთან დაკავშირებით, ასევე ვმუშაობთ „ჰუალინგთან“ და რამდენიმე სპორტულ დაწესებულებასა და მოლებთან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.