საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის
360 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან იმერეთში 27 გამოვლინდა. დღევანდელ კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მესამე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისსა და აჭარაში დადასტურდა.
იმერეთის საავადმყოფოებში 503 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 165 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 19 პირი. თვითიზოლაციაშია 1 432 მოქალაქე.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 1 195 პირი. გარდაიცვალა 16 პაციენტი.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 343 963-ს.
ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 327 618-მდე.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 773 პირი ემსხვერპლა.