საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის
1 015 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან იმერეთში 84 გამოვლინდა. დღევანდელ კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მეორე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში დადასტურდა.
იმერეთის საავადმყოფოებში 523 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 166 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 17 პირი. თვითიზოლაციაშია 1 640 მოქალაქე.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 1 151 პირი. გარდაიცვალა 28 პაციენტი.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 340 330-ს.
ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 321 928-მდე.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს სულ 4 682 პირი ემსხვერპლა.