ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1 226 ახალი
შემთხვევა დადასტურდა, აქედან იმერეთში 75 გამოვლინდა. დღევანდელ კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მეოთხე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში, აჭარასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში დადასტურდა.
იმერეთის საავადმყოფოებში 422 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 91 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 11 პირი. თვითიზოლაციაშია 1 082 მოქალაქე.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 688 პირი. გარდაიცვალა 10 პაციენტი.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 700. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 283 557-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 981 პირი ემსხვერპლა.