იმერეთში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა
დადასტურდა. დღევანდელ კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მეოთხე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში, აჭარასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა.
იმერეთის საავადმყოფოებში 361 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 77 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 8 პირი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 1 077 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 442 პირი. გარდაიცვალა 8 პაციენტი.