იმერეთში კოვიდ 19-ის წინააღმდეგ პირველი ვაქცინა
უკვე გაკეთდა. ვაქცინაცია ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ჩატარდა. პირველი ვაქცინა კარდიოქირურგმა ნიკოლოზ ვაშაყმაძემ გაიკეთა.
“დღეს გავიკეთე “ასტრაზენეკას” ვაქცინა. განწყობა მქონდა და მაქვს საზეიმო, რადგან ახალი ეტაპი დადგა ჩვენს ცხოვრებაში. ვთვლი, რომ ვაქცინა არის გზა თავისუფლებისაკენ. ყველას მოვუწოდებ, ჩაიტარონ ვაქცინაცია,”-ამბობს ვაშაყმაძე.
დღეის მდგომარეობით, ქუთაისში ვაქცინაცია 4 ამცრელ დაწესებულებაში დაიწყო. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელმა გოჩა გიორგიძემ განაცხადა, რომ ვაქცინაციისთვის ამ დროისთვის 30-მდე ადამიანია რეგისტრირებული.
“იქედან გამომდინარე, რომ პირველი დღეა, აქტივობა საკმაოდ ნორმალური და მაღალია. რეგისტრაციის პროცესი ელექტრონულად გრძელდება,”-განაცხადა გიორგიძემ.
17-18 მარტიდან ვაქცინაცია იმერეთის მუნიციპალიტეტებშიც დაიწყება. დამატებით დოზებს მარტის ბოლოს ელოდებიან.