ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 395 ახალი შემთხვევა
დადასტურდა. ახალი შემთხვევებიდან იმერეთში 73 გამოვლინდა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში დადასტურდა, იმერეთი მეორე ადგილზეა, ხოლო შემდეგ შიდა ქართლი მოდის.
იმერეთის საავადმყოფოებში 245 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 78 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 9 პირი იმყოფება. თვითიზოლაციაში 643 მოქალაქეა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსისგან 310 პირი გამოჯანმრთელდა. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 267 421-მდე. გარდაიცვალა 9 პაციენტი. ვირუსს ჯამში 3 622 პირი ემსხვერპლა.