ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 513 ახალი

შემთხვევა დადასტურდა. ახალი შემთხვევებიდან იმერეთში 88 გამოვლინდა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში დადასტურდა, იმერეთი მეორე ადგილზეა, ხოლო შემდეგ შიდა ქართლი მოდის.

იმერეთის საავადმყოფოებში 257 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 78 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 9 პირი იმყოფება. თვითიზოლაციაში 679 მოქალაქეა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსისგან 96 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 12 პაციენტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *