იმერეთში კორონავირუსის 101 ახალი
Შემთხვევა დადასტურდა. დღევანადელ კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მეორე ადგილზეა. Ყველაზე მეტი შემთხვევები კვლავ თბილისში გამოვლინდა. Შემთხვევების დიდი რაოდენობით იმერეთის შემდეგ შიდა ქართლი მოდის.
Იმერეთის საავადმყოფოებში 456 პაციენტი მკურნალობს. Მძიმეა 125 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. Ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 13 პირი. Კლინიკურ სასტუმროებში 14 პაციენტია. Თვითიზოლაციაში 1 330 ადამიანი.
Ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 535 ახალი შემთხვევა დადასტურდა. Გამოჯანმრთელდა 757 პირი. Გარდაიცვალა 7 პაციენტი.