იმერეთში კორონავირუსის 139 ახალი
შემთხვევა დადასტურდა. 30 იანვრის კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მეორე ადგილზეა. Ყველაზე მეტი შემთხვევები კვლავ თბილისში გამოვლინდა. Შემთხვევების დიდი რაოდენობით იმერეთის შემდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთი მოდის.
Იმერეთის საავადმყოფოებში 513 პაციენტი მკურნალობს. Მძიმეა 148 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. Ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 13 პირი. Თვითიზოლაციაში 1 507 ადამიანი.
Ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 676 ახალი შემთხვევა დადასტურდა. Გამოჯანმრთელდა 1441 პირი. Გარდაიცვალა 11 პაციენტი.