Იმერეთში კორონავირუსის 202 ახალი Შემთხვევა
Დადასტურდა. 25 იანვრის კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მეორე ადგილზეა. Ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში დადასტურდა.
Იმერეთის საავადმყოფოებში 605 პაციენტი მკურნალობს. Მძიმეა 177 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. Ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 23 პირი. Კლინიკურ სასტუმროებში 18 პირია. Საკარანტინე სივრცეში 9 მოქალაქეა. Თვითიზოლაციაში 1694 მოქალაქეა.
Ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 1006 ახალი შემთხვევა დადასტურდა. Გამოჯანმრთელდა 1 050 პირი. Გარდაიცვალა 25 პაციენტი.