იმერეთში კორონავირუსის 170 ახალი
შემთხვევა დადასტურდა. Იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის თქმით, კოვიდის გავრცელების დინამიკა შემცირებისაკენ მიდის. Მისივე თქმით, შემთვევების კლება რეკომენდაციების დაცვამ გამოიწვია.
“Კოვიდ კლინიკებისა და კოვიდ სასტუმროების რაოდენობა შემცირდა, იქედან გამომდინარე, რომ დღესდღეობით დაახლოებით 500-მდე ინფიცირებული გვყავს, რომლებიც კლინიკებᲨი გადის მკურნალობას. Იმ ფონზე, როდესაც გვქონდა კრიზისული პერიოდი 1500-მდე ადგილი იყო, შესაბამისად, ახლა ამის საჭიროება აღარ არის. 1200-მდე საწოლი და 200-მდე ადგილია კოვიდსასტუმროებში ,”-განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
Დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ვირუსის 998 ახალი შემთხვევა დადასტურდა. Გამოჯანმრთელდა 1892 პირი. Გარდაიცვალა 16 პაციენტი.