იმერეთში კორონავირუსის
234 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 13 იანვრის კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მეორე ადგილზეა. Ყველაზე მეტი შემთხვევები კვლავ თბილისში ფიქსირდება.
Იმერეთის საავადმყოფოებში 768 პაციენტი მკურნალობს. Მძიმეა 189 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. Ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 26 პაციენტი. Კლინიკურ სასტუმროებში 27 ადამიანია. Საკარანტინე სივრცეში 7 მოქალაქეა. Თვითიზოლაციაშია 2 349 ადამიანი.
Ბოლო 24 საათის განმავლობაში 1618 შემთხვევა დადასტურდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. Გამოჯანმრთელდა 403 პირი. Გარდაიცვალა 26 პაციენტი.