იმერეთში კორონავირუსის 55 ახალი შემთხვევა
დადასტურდა. 28 დეკემბრის კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მესამე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისსა და აჭარაში დაფიქსირდა.
იმერეთის საავადმყოფოებში 1 092 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 216 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 57 პირი. იმერეთის კლინიკურ სასტუმროებში 94 პაციენტია მოთავსებული. საკარანტინე სივრცეშია 13 მოქალაქე. თვითიზოლაციაშია 4 326 პირი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსით ინფიცირების 538 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 766 პირი. გარდაიცვალა 41 პაციენტი.