იმერეთში კორონავირუსის 338 ახალი შემთხვევა
დადასტურდა. დღეს, 18 დეკემბრის კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მეორე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში დაფიქსირდა. იმერეთის საავადმყოფოებში 1 350 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 269 მათგანის ჯანმრთლობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 53 პაციენტი. კოვიდსასტუმროებში 124 პირია მოთავსებული. საკარანტინე სივრცეში 7 მოქალაქე იმყოფება. თვითიზოლაციაშია 6 233 ადამიანი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ვირუსის 2 635 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 2 244 პირი. დაფიქსირდა ვირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა.