“კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში ახალი კორონავირუსული
ინფექციისგან 5 ჩვილი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულებიდან ყველაზე დიდი ერთი თვის და 5 დღის, ხოლო ყველაზე მცირე ასაკის 16 დღის იყო.
ჩვილები სამეგრელოდან, თერჯოლიდან, ზესტაფონიდან და ქუთაისიდან კლინიკაში კოვიდინფიცირებულ დედასთან კონტაქტის გამო შემოიყვანეს. მოგვიანებით კი პატარებს კოვიდ 19 დაუდასტურდათ.
ამ დროისთვის კლინიკაში კოვიდდადებითი ერთი-25 დღის ჩვილი რჩება, რომელიც სტაციონარში 4 დღის წინ, ტემპერატურის მიზეზით შემოიყვანეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგს კი ხუთი პატარა ელოდება.
გარდა ამისა, დასტაბილურდა კლინიკის სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში ქედის მუნიციპალიტეტიდან გადმოყვანილი ორსულის მდგომარეობა. 30 კვირის ორსული კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით, ტემპერატურის მატებით, კუნთების ძლიერი ტკივილით, ორმხრივი პნევმონიითა და ფილტვის ქსოვილის 70 პროცენტიანი დაზიანებით ათ დეკემბერს შემოვიდა. პაციენტს სასწრაფო საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. ამ ეტაპზე დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ.