ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთში
კორონავირუსის 533 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 16 დეკემბრის კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მეორე ადგილზეა. დღეს ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში გამოვლინდა.
მთავრობის ინფორმაციით, იმერეთის საავადმყოფოებში 1 370 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 242 პაციენტის ჯანმთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 53 პირი. კოვიდსასტუმროებში 165 პაციენტია მოთავსებული. საკარანტინე სივრცეში 7 ადამიანი იმყოფება. თვითიზოლაციაშია 6 312 პირი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ვირუსის 3 487 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 2 495 პირი. გარდაიცვალა 39 ადამიანი.