ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით
ექიმი გარდაიცვალა. 60 წლამდე ასაკის ქალი ქუთაისის მე-2 ახალ სამშობიარო სახლში მუშაობდა.
ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, რუსუდან ჯიქიას ვირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. მათივე განცხადებით, გარდაცვლილს თანმდევი დაავადებები ჰქონდა.
რუსუდან ჯიქია მეორე სამშობიარო სახლში გინეკოლოგად მუშაობდა.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 79 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 5 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
იმერეთში ვირუსით გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირდა თერჯოლის კოვიდცენტრშიც. გარდაიცვალა 3 პაციენტი. კლინიკის ხელმძღვანელის, დავით სარიშვილის ინფორმაციით, ვირუსს 45 წლამდე ქალი, 72 და 76 წლის კაცები ემსხვერპლნენ. პაციენტებს ფილტვების დაზიანება აღენიშნებოდათ. ისინი თერჯოლის, ზესტაფონისა და სამეგრელოს მკვიდრები იყვნენ.
კლინიკაში მკურნალობას 120-ზე მეტი პაციენტი აგრძელებს. 18 მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში, 7 კი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.