იმერეთში კორონავირუსის 562 ახალი შემთხვევა
დადასტურდა. დაფიქსირდა გარდაცვალების 6 შემთხვევა. იმერეთის საავადმყოფოებში 1 175 პირი მკურნალობს. მძიმე პაციენტია 177. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 30 პირი იმყოფება. 313 ადამიანია მოთავსებული იმერეთის კოვიდსასტუმროებში. საკარანტინე სივრცეში 32 მოქალაქე იმყოფება. თვითიზოლაციაშია 5 387 პირი.
გარდაცვლილი პაციენტებიდან 65 წლის კაცი ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მკურნალობდა. ის იმყოფებოდა აპარატზე. პაციენტი ქუთაისიდანაა და კლინიკაში 8 ნოემბერს ორმხრივი პნევმონიითა და გულის უკმარისობით შეიყვანეს.
კორონავირუსული ინფექციით “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში კი 69 წლის კაცი გარდაიცვალა. პაციენტი კლინიკაში 11 ნოემბერს, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დადასტურებული კოვიდ 19-ით შეიყვანა. პაციენტს კოვიდინფექციასთან ერთად, პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და ფილტვის შეშუპება აღენიშნებოდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 443 ახალი დადასტურებული შემთხვევა. დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობაა 89 395. გამოჯანმრთელდა 2 539 პირი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 71 468-მდე გაიზარდა .
დღეს 37 ადამიანი გარდაიცვალა. სულ დაფიქსირდა 815 გარდაცვალების შემთხვევა.