ბოლო 24 საათის განმავლობაში, იმერეთში კორონავირუსის
513 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 8 პაციენტი. იმერეთში საავადმყოფოებში 963 პაციენტი მკურნალობს. საკარანტინე სივრცეში 39, ხოლო თვითიზოლაციაში 4 629 პირი იმყოფება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ქვეყნის მასშტაბით ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 473 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 342 პირი. გარდაიცვალა 37 ადამიანი.