თერჯოლის კოვიდცენტრში 66 წლის კაცი
გარდაიცვალა. კლინიკის ხელმძღვანელის დავით სარიშვილის ინფორმაციით, პაციენტს გულის უკმარისობა და თანმდევი დაავადებები ჰქონდა. გადატანილი ჰქონდა ინსულტი. გარდაცვლილი თერჯოლის მკვიდრი იყო.
თერჯოლის კოვიდცენტრში მკურნალობას 102 პაციენტი აგრძელებს. 17 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. 5 მართვით სუნთქვაზეა.
კლინიკას დამატებითი საწოლები ემატება.