პარტია ,,ევროპული საქართველოს’’ ქუთაისის მერობის კანდიდატს, ამირან ძოწენიძეს კორონა ვირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ის 31 ოქტომბერს საარჩევნო უბანზე ვერ მივა.
ამირან ძოწენიძე ხმას სახლში მისცემს.
როგორც ქუთაისის მერობის კანდიდატმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ კორონა ვირუსი დაუდასტურდა, საარჩევნო შტაბი არ დაუხურავთ, რადგან სიმპტომების აღმოჩენისთანავე თვითიზოლაციაში გადავიდა და თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია.
,,როგორც ჩანს, ვინმეს ისე ჰქონდა ვირუსი, თვითონაც არ იცოდა. მე და ოთარ კახიძეს კოვიდ 19 ერთდროულად დაგვიდასტურდა. თავს ცუდად ვგრძნობდი, სიცხე მქონდა და ტესტი ავიღე. ახლა თავს ნორმალურად ვგრძნობ,’’-ამბობს ამირან ძოწენიძე.
ამირან ძოწენიძეს კორონა ვირუსი 22 ოქტომბერს დაუდასტურდა. მკურნალობის კურსს ის სახლში გადის.